ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მურსიმ ეგვიპტის არმიას ბრძანება მისცა,წესრიგი დაამყაროს ქაიროში.
ექსპერტთა აზრით,მურსის ეს ბრძანება აუცილებლად გამოიწვევს უკმაყოფილებას, რადგან იქმნეა საშიშროება, რომ ქვეყანა შესაძლებელია ისევ სამხედრო ხუნტამ მართოს.
ეგვიპტის არმიამ უკვე შემოარტყა ალყა პრეზიდენტის სასახლეს,რომლის წინაც რამდენიმე დღეა საკონსტიტუციო ცვლილებებით აღშფოთებეული ეგვიპტელები მრავალათასიან საპროტესტო აქციებს მართავენ.
მოჰამედ მორსიმ ეგვიპტის ოპოზციის ზეწოლით გააუქმა თავისი ძალაუფლების გაზრდი სბრძანებულება, თუმცა საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩატარების თარიღი–15 დეკემებრი, მაინც ძალაში დატოვა.
ეგვიპტის ეროვნული გადარჩენის ფრონტმა, რომელშიც ეგვიპტის მძლავრი ოპოზიციური ძალები არიან გაერთიანებულნი, ჩათვლა, რომ ეს არ არის საკმარისი ნაბიჯი, ქვეყანაში დემოკრატიზაციის გადარჩენითვის და გადაწყვიტა საპროტესტო აქციები გააგრძელოს.
ხვალ ეგვიპტის ეროვნული გადარჩენის ფრონტი პრეზიდენტის სასახლის წინ ისევ გრანდიოზული საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავს.