მექსიკის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ თვითმფრინავმა, რომელშიც მექსიკელ–ამერიკელი მომღერალი ჯენი რივერა იჯდა, ავიაკატასტროფა ნუევო–ლეონოში განიცადა. თვითმფრინვაში მჯდომი 7 მგზავრი და პილოტი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმფრინავი, რომელიც ამერიკულ კომპანია Starwood Management–ს ეკუთვნოდა, რადარებიდან მონტერეიდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში გაქრა. რივერამ მონტერეიში კონცერტი ჩაატარა და მექსიკურ ტელევიზია Televisa–ში პირდაპირ ეთერში მონაწილეობის მისაღებად მიფრინავდა.
43 წლის პოპულარულმა ლათინოამერიკელმა მომღერალმა 22 მილიონზე მეტი დისკის გაყიდვა შეძლო, არაერთხელგახლდათ Latin Grammy Awards–ის საპატიო ჯილდოთიც.