რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მთავრობის წევრებისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირების შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოსთან რეგულარული ავიარეისების აღდგენის საკითხი განიხილოს.
„ცოტამ თუ იცის, რომ რამდენიმე წელია, უკვე აღდგენილია ჩარტერული ავიამიმოსვლა. ცოტა ხნის წინ ასეთი რეისები გაიზარდა კიდეც. ჩვენ პრინციპში მზად ვართ, განვიხილოთ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხიც“, - განაცხადა ლავროვმა.
ცნობისთის, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა.