"თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ

"ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ , - ამის შესახებ from.ge-s "თავისუფალი დემოკრატებიდან" აცნობეს. პარტიის რიგით მეორე ყრილობა დღეს, "ექსპო ჯორჯიას" მესამე პავილიონში, 12:00 საათზე გაიმართება. პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილია.

ყრილობაზე დასასწრებად 700 სტუმარია მიწვეული. მათ შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ყრილობაზე ასევე ელოდებიან, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიის წარმომადგენლებსაც.

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანია იყო. მან თავმჯდომარის პოსტი თავდაცვის მინისტრად დამტკიცების შემდეგ დატოვა. ამასთან, ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პარტია ახალი სახელით -"თავისუფალი დემოკრატებით" გააგრძელებს