ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით,ავღანეთის დაზვერვის ხელმძღვანელის ასადულა ხალიდის მკვლელობა პაკისტანში გახლდათ დაგეგმილი.
ასადულა ხალიდი თვითმკვლელი ტერორისტის თავის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ავღანელი სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ ის ქაბულში პაკისტანის ქალაქ კვეტადან ჩავიდა.
კარზაის ღიად და პირდაპირ არ დაუდანაშაულებია პაკისტანის ხელისუფლება, თუმცა მათ სთხოვს, გადასცეს მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია ხალიდის მკვლელობასთან დაკავშირებით.
მართალია,მოძრაობა „თალიბანმა“ თავის თავზე აიღო, ასადულა ხალიდის მკველელობა, თუმცა ავღანეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ მკვლელობაში უფრო „მსხვილი და პროფესიონალური ძალები “ იყვნენ ჩარეულნი.
ავღანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი ასადულა ხალიდი გუშინ, ქაბულის ცენტრში თვითმკვლელი ტერორისტის თავის აფეთქების შედეგად დაიღუპა.