პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და უმრავლესობის შეხვედრის შეფასებისას, აცხადებს, რომ ეს შეხვედრა კოალიციის შეხვედრას უფრო ჰგავდა საკუთარ დამაარსებელთან ვიდრე, პარლამენტარების შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან.
შესაბამისად, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ სრულიად შესაძლებელი იყო, ასეთი შეხვედრა თბილისში ჩატარებულიყო და არა პარლამენტის შენობაში.
„შეჩვეულნი ვართ, რომ პრემიერ-მინისტრის შეხვედრა პარლამენტარებთან უმცირესობის ან უმრავლესობის ფორმატში არ ხდება. ამიტომ ეს შეხვედრა, ჩემი აზრით, პოლიტიკური კოალიციის შეხვედრა უფრო იყო, საკუთარ დამაარსებლებთან ვიდრე, პარლამენტარების შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან.
შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია და ბუნებრივი იქნებოდა ასეთი შეხვედრა თბილისში ჩატარებულიყო და არა პარლამენტის შენობაში. არ გამოვრიცხავ, მომდევნო კვირას, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელებმა მოისურვონ, პარტიული კრება ასევე პარლამენტის შენობაში ჩაატარონ“,- განაცხადა ცისკარიშვილმა.
რაც შეეხება, სხდომის შინაარსს, ცისკარიშვილი კომენტარისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ სხდომის შინაარისის შესახებ, ინფორმაციას არ ფლობს.
„თემა, რომელიც გააჟღერა ივანიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ, რომ დისიპლინის საკითხებზე იყო საუბარი, ეს აგრეთვე, საპარლამენტო უმრავლესობასთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრისთვის არაა დამახასიათებელი“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.