„მაგნიტსკის აქტის“ მეორე დღეს რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ რუსულ ბაზარზე ამერიკული ხორცი არ შემოვა, თუ მასში საკვები დანამატი რაქტოპამინი აღმოჩნდა.
ამერიკული მხარის განცხადებით, ონიშენკოს განცხადება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ის ამერიკსი სენატის მიერ „მაგნიტსკის აქტის“ მიღებას მოჰყვა.
ონიშენკო ამას უარჰყოფს და აცხადებს, რომ ეს განცხადება პოლიტიკური გადაწყვეტილება არგახლავთ და მხოლოდ უსაფრთხოების ზომებით არის გამოწვეული.
„დღეისთვის რაქტოპამინის გამოყენებას 160 ქვეყანა კრძალავს,მათ შორის ევროკავშირის 27 ქვეყნა და კორესი სახალხო რესპუბლიკაც. სამწუხაროა, რომ ამერიკული ხორცის ექსპერტებს არ აღმოაჩნდათ მეტი ფანტაზია, რომ ეს გადაწყვეტილება “მაგნიტსკის აქტისთვის“ არ მიებათ“,–აცხადებს ონიშენკო.