პასკუალე ფაბრიციოს ფეხსაცმელების კოლექცია ისევ ჭრელი,მრავალფეროვანი და ქალურია. იტალიური წარმოშობის დიზაინერის განცხადებით, მკვეთრი და მყვირალა ფერის ფეხსაცმელი ქალის ფეხს ძალიან უხდება.
„წელსაც მოდაში იქნება მკვეთრი,მყვირალა და ხასხასა ფერები.ძალიან უხდება ქალის ფეხს,მაგალითად ფირუზისფერი,ვერცხლისფერი ან მალინისფერი ფეხსაცმელი,ის მას ორიგინალობას და ელეგანტურობას ანიჭებს და თან აუცილებლად გამოარჩევს მის პატრონს წვეულების სხვასტუმრებისგან.
ხანდახან ხდება ისეც, რომ ვარსკვლავებს ჩემთან გადასაკეთებლად მოაქვთ ფეხსაცმელები,ზოგიერთ მათგანს გაწევა, ზოგიერთს კი მთლინად გადაკეთება სჭირდება და ერთი-ორი დეტალის დამატებით, ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად ახალი გამოსასვლელი ან საკონცერტო ფეხსაცმელიც ფეხსაცმელიც მივიღოთ“,-აცხადებს ქალის მინის ფეხსაცმლის ავტორი ფაბრიციო.
ფაბრიციო ანჯელინა ჯოლის,მადონას, რიანას პირადი თერძია. მისი კლინეტები წლების განმავლობაში ცნობილი პოლიტიკოსები,სენატორები, ჰოლივუდის ვარსკვლავები გახლდნენ.