ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ამერიკა შეეცდება ხელი შუშალოს რუსეთის მიზანს,შექმნას საბჭოთა კავშირის ახალი ანალოგი-ახალი სავაჭრო კავშირი.
The Financial Times-ის ინფორმაციით,ეს განცხადება ჰილარი კლინტონმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან დუბლინში შეხვედრისას გააკეთა.
„რეგონში შეიმჩნევა მოძრაობა, რომელიც „გასაბჭოების“ განმეორებისთვის იქმნება. ამას ასე არ ერქმევა. ამას სავაჭრო კავშირის სახელი-ევრაზიის კავშირის სახელწოდება ექნება. ჩვენ ვიცით, რა არის თქვენი მიზანი და ჩვენ შევეცდებით მოვძებნოთ ეფექტური მეთოდები იმისთვის, რათა ეს პროცესი შევაჩეროთ ან აღვკვეთოთ“,- განაცხადა კლინტონმა.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კლინტონის განცხადება „აბსოლუტურად არასწორად გაგებულია“.“ის, რის შექმნასაც ჩვენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ვაპირებთ, ახალი ტიპის ინტეგრაციაა,რომელიც მხოლოდ ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს.სხვა ტიპის ინტეგრაციის შექმნა დღევანდელ მსოფლიოში ,აბსოლუტურად შეუძლებელია“,-განაცხადა პესკოვმა.