ქაიროში პრეზიდენტის სასახლის წინ მოედანზე მთელი ღამე ათაიათასობით ეგვიპტელი არ დაშლილა. ისინი აღაშფოთა მურსის ახალმა გადაწყვეტილებამ. ეგვიპტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზადაა კონსტიტუციის მისაღები რეფერენდუმის დღე გადადოს იმ პირობით, რომ შემდეგ მოქალაქეები მას არ გააპროტესტებენ.
ეგვიპტელთა განცხადებით, მათ ქვეყანას ართმევენ და მათ ეს არ უნდა დაუშვან.
„ხალხი უნდა გაერთიანდეს, უნდა დავივიწყოთ პოლიტიკური მიმდინარეობების შესახებ. საქმე ეხება ეგვიპტეს, რომელსაც გვართმევენ და რომელიც უნდა დავიბრუნოთ. ჩვენ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ და ძმებ მუსულმანებს და მურსის ვუთხრათ-მოშორდით!“,–აცხადებენ საპროტესტოაქციის მონაწილენი.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სასახლის გარშემო შემორტყმული მავთულხლართების ღობეც გადალახეს, თუმცა სასახლეში შეჭრა არ უცდიათ.პოლიცია იქვე იდგა და სიტუაციას აკვირდებოდა, თუმცა დემონსტრანტებისთვსი წინააღმდეგობა არ გაუწევია.