პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობებში მიმდინარე ცვლილებები ნორმალური პროცესია.
როგორც ჟურნალისტებს ივანიშვილმა განუცხადა, ის პროცესები, რაც გამგეობებში მიმდინარეობს ნორმალურია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად შეიძლება აჟიოტაჟი მოხდეს.
„საკუთარი გუნდის წევრებს მოვუწოდებ, რომ ძალა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება არცერთ შემთხვევაში არ იყოს გამოყენებული. არავინ უნდა გათამამდეს იმის გამო, რომ დღეს უმრავლესობაში ვართ. თვითონ პროცესი, რომ ცვლილებები ადგილობრივ დონეზე ხდება, ნორმალურია“, - დასძინა პრემიერმა.