შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის, გია ლორთქიფანიძის ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის განცხადებით, გია ლორთქიფანიძის ფოტოთი დამზადებული სხვა პასპორტის შესახებ, არსებული ინფორმაციის გასაჯაროებით, ხელისუფლებამ სახელმწიფო საიდუმლოება გასცა.
ადვოკატ გოგიტა გაბაიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, აღმოჩენილი ყალბი პასპრტით გიორგი ლირთქიფანიძე საიდუმლო შეხვედრაზე იმყოფებოდა. ის ასევე აღნიშნავს, რომ გია ლორთქიფანიძემ პასპორტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თავად ჩააბარა და ის ყალბი არ ყოფილა.
„არსებობს ასეთი კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ და არსებობს კანონი ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ, რომელიც ითვალსწინებს მსგავსი ტიპის პასპორტების დამზადებას იმ პირებისათვის, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფო უშიშროების სამსახურში. აღნიშნული ტიპის პასპორტები გამოიყენება ოპერატიული სამძებრო საქმიანობიდან გამოდინარე და საიდუმლო შეხვედრებისათვის, რომელიც გააჩნია პირს. პირს არ აქვს უფლება აღნიშნული ტიპის პასპორტი გამოიყენოს სხვა რაიმე ტიპის საქმიანობაში გარდა კონკრეტული დავალებისა. ეს არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, დამზადებული სპეციალური პასპორტები კონკრეტული პიროვნებებისათვის“,- განაცხადა გაბაიძემ.
ის ასევე აცხადებს, რომ ამ ე.წ. საიდუმლო პასპორტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საიდუმლო დავალებებისათვის იყენებენ.
ის აპირებს პროკურატურაში საკითხის დაყენებას იმის გასარკვევად თუ ვინ გაამჟღავნა ეს საიდუმლოება.
„გია ლორთქიფანიძე ამ პასპორტით იმყოფებოდა ერთ-ერთ საიდუმლო შეხვედრაზე. ამისთვის სახელმწიფომ მას ეს პასპორტი დაუმზადა. ამ საიდუმლო შეხვედრის შესახებ ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგებს ვერაფერს, რადგან ეს იყო ზესაიუდუმლო შეხვედრა და მას გრიფით საიდუმლო ადევს. ამის გამჟღავნების უფლება გამოძიებას არ ჰქონდა და ამით დაარღვიეს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული 313-ე მუხლი“,- დაცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ლორთქიფანიძის ფოტოთი გოჩა წერეთლის სახელზე გაცემული პასპორტი აღმოაჩინა.