კომპანია "ჯეო ფეშენის" ორგანიზებით, 14-16 დეკემბერს თბილისის მოდის კვირეული გაიმართება.
თბილისის მოდის რიგით მე-7 კვირეულის ფარგლებში 3-დღიანი პროგრამაა და დიზაინერები მოდის მოყვარულებს საახალწლო განწყობას შეუქმნიან.
როგორც სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა განაცხადეს, დიზაინერები თავიანთ ნამუშევრებს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ დიდი კარავში გამართავენ.
თბილისის მოდის კვირეულზე ათამდე დიზაინერი თავის კოლექციას წარმოადგენს. მათ შორის არიან გიორგი შაღაშვილი, უტა ბექაია, ეკა ბალანჩივაძე, ნინო ბაბუხადია, ქეთი ჩხიკვაძე და ავთანდილ ცქვიტინიძე.
თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთმა ორგანიზატორის, თაკო ჩხეიძის განცხადებით, მოსალოდნელია, მოდის კვირეულში გარკვეული ცვლილებებიც მოხდეს და თავიანთი ნამუშევრები სხვა ახალმა დიზაინერებმაც წარმოადგინონ,რაც საინტერესო აღმოჩნდება თბილისელი მოდის მოყვარულებისთვის.