პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება არ იგეგმებოდა და წინა ხელისუფლებას საზოგადოება ისევ შეცდომაში შეჰყავდა.
როგორც ჟურნალისტებს ივანიშვილმა განუცხადა, მინისტერიალზე MAP-ის მინიჭება ფორმალურადაც კი არ შეიძლება.
„როგორ შეიძლება მინისტერიალზე MAP-ის მინიჭება? ასეთი რამ ფორმალურადაც კი არ შეიძლება. ამ ცრუ აჟიოტაჟს თვითონ ქმნიდნენ, რომ შემდეგ ეთქვათ, ჩვენ შეგვეძლო და მათ არ შეუძლიათო“, - დასძინა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ წელს საქართველოს ჰქონდა შანსი MAP-ი მიეღო.