პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის აუცილებლობას ვერ ხედავს.
პრეზიდენტმა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი უცხოურ პრესაში გამოთქვა. როგორც from.ge-ს ივანიშვილმა განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ უცხოელებს ელეპარაკება.
„უკვე რამდენი ხანია, ეს კაცი უცხოელებს ელაპარაკება და საქართველოს მოსახლეობა ავიწყდება. შეხვედრის აუცილებლობა თუ არსებობს არავითარი პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენი შეხვედრის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მათ უნდა შეიცვალონ რიტორიკა, რეალობა დაინახონ და შეიცვალონ პოზიცია. სჯობს, იყვნენ რეალისტები, რადგან სიცრუით ის მოახარხეს, რაც მოახერხეს და დღესაც ცდილობენ, რომ საზოგადოება სიცრუეში აცხოვრონ“, - განაცხადა პრემიერმა.