პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პარლამენტის თბილისში გადატანის საკითხი კვლავ განიხილება.
როგორც პარლამენტის შესახებ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით, from.ge-ს ივანიშვილმა განუცხადა, შენობის პროექტი არ არსებობდა და ასეთი მშენებლობა არც შეიძლება.
„წარმოიდგინეთ, რა ვითარება იქნება ზაფხულში. პარლამენტის გადატანაზე საუბარი ისევ არის. თუმცა, ქუთაისელებს, რომ არ ეწყინოთ, ამ ქალაქში კიდევ ბევრი რამ გაკეთდება. პარლამენტმა ქუთაისელებს დიდი ვერაფერი შეღავათი ვერ მისცა. ეს თეორიულადაც გამორიცხული იყო, რადგან თუ აქ რამდენიმე ადამიანი იმუშავებდა, ქუთაისს ამით რა ეშველებოდა?“, - განაცხადა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, ქუთაისი საგანამანათლებლო ცენტრი გახდება და ქუთაისი იქნება ინდუსტრიული ქალაქი.