ნავთობსადენის „სამხრეთ ნაკადის“გახსნის დღეს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გახსნა, თურქეთმა განაცხადა, რომ ის ნავთობსადენის პროექტს ტოვებს.
სააგენტო Salam News-ის ინფორმაციით, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ტანერ ილდიზის განცხადებით, თურქეთი არ აპირებს „სამხრეთ ნაკადის“მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა, რადგან ის Nabucco West -თან და TANAP-თან აპირებს მუშაობის გაგრძელებას,რომელთა აქციონერიც ის გახლავთ.
თურქეთის ეს განცხადება სიურპრიზი აღმოჩნდა რუსეთისთვის. პუტინმა ამის შესახებ კრასნოდარში ნავთობსადენის გახსნის დროს შეიტყო. მის საზეიმო გახსნას იტალიის კონცერნ Eni-ს დირექტორი პაოლო სკარონი, ფრანგული კომპანია EDF-აღმასრულებელი დირექტორი ანრი პროგლიო, გერმანული Wintershall Holding GmbH -ის მმართველი რაინერ ზალე , South Stream Transport-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი მარსელ კრამერი,სლოვენიის Plinovodi d.o.o-ს გენერალური დირექტორი მარიან ებერლინცი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.