პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ახალი სახალხო დამცველისგან საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლების კრიტიკას ელის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს ადამიანი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საკმაო გამოცდილების მქონეა. ველოდებით კრიტიკასაც და ოპონირებასაც იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევას ექნება ადგილი. ის არის მიუკერძოებელი, პროფესიონალი, კვალიფიციური, რომელიც ნამდვილად ღირსეული სახალხო დამცველი იქნება" - განაცხადა კობახიძემ.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტმა უჩა ნანუაშვილი 82 ხმით, 18-ის წინააღმდეგ გუშინ დაამტკიცა. ნანუაშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამფუძნებელია.