Sydney Morning Herald-ის ინფორმაციით, ავსტრალიური რადიოს 2Day FM–ის ორი დიჯეი,რომელთაც ლონდონის ედუარდ VII-ს სახელობის საავადმყოფოს ექთანს ჯასიტა სალდანს ინფორმაცია გამოსტყუეს, გაათავისუფლეს.
საქმე იმაშია,რომ რადიოს 2Day FM-ის ორმა ჟურნალისტმა საავადმყოფოში დარეკა და ექთანს თავი,როგორც ბრიტანეთის სამეფოს ოჯახის წევრები, ისე წარუდგინა და ინფორმაცია ქეით მიდლტონის ფეხმძიმობის შესახებ მიიღო.
რამდენიმე საათში ექთანი,ლონდონში,ვეიმაუზის ქუჩაზე,საკუთრ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ბრიტანეთის პოლიციის ვარაუდით,მან თვი მოიკლა.
ავსტრალიური გაზეთის The Australian-ის ინფორმაციით, დიჯეებს ეს „გათამაშება“ პირდაპირ ეთერში არ მოუწყიათ და ჩანაწერი რადიოს იურისტმაც მოისმინა, თუმცა დიჯეები მაინც გაათავისუფლეს.
გარდა ამის,რადიო 2Day FM-თან რამდენიმე მსხვილმა სარეკლამო კომპანიონმა, მათ შორის სუპერმარკეტების ქსელმა Coles–მა და სატელეფონო ოპერატორმა Telstra-მ უკვე გაწყვიტეს კონტრაქტი.