შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ნარკოდანაშაულისათვის ორი პიროვნება დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დავით ქ.-სა და ამირან ა.-ს პირადი ჩხრეკისას, მოყავისფრო სითხით სავსე ორი სამედიცინო შპრიცი აღმოაჩნდათ.
გაირკვა, რომ ამირან ა.-თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომელია.
დაკავებულებს ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდათ. აღმოჩნდა, რომ დაკავებისას ორივე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მათ სისხლში „ჰეროინის" და „მარიხუანის" კვალი აღმოჩნდა.
ამირან ა.-ს მიმართ საქმე 260-ე მუხლის 1-ლი ს ნაწილით - ნარკოტიკის შეძენა-შენახვა წაუყენეს,ხოლო დავით ქ.-ს მიმართ საქმე ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით - ნარკოტიკის არაერთგზის შეძენა-შენახვა აღიძრა.