ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკის სენატს თხოვნით მიმართა-გამოუყოს მას 60 მილიარდი დოლარი ქარიშხალ „სენდის“ შედეგების აღსადგენად და ნიუ-იორკისა და ნიუ ჯერსის შტატების მოსახლეობის კომპენსაციებისთვის.
ექსპერტთა გამოთვლით,ზარალი,რომელიც ქარიშხალ „სენდის“შედეგად ამერკას მიადგა, 80 მილიარდ დოლარს აღწევს.
ეს ერთ-ერთი ყველაზე „ძვირადღირებული“ქარიშხალი აღმოჩნდა ქვეყნისთვის „კატრინასა“ და „ენდრიუს“ შემდეგ.
მათ ასევე მიაჩნიათ, რომ ობამას ეს მიმართვა, როგორც ყველა სხვა,დებატებს გამოიწვევს პარლამენტში და დროა,კონგრესმა გადაწყვეტილება მიიღოს „საგანგებო მდგომარეობის კანონის “ შესახებ.
ნიუ-იორკის და ნიუ–ჯერსის გუბერნატორებმა ენდრიუ კუომომ და კრის კრისტიმ მადლობა გადაუხადეს ბარაკ ობამას და იმედი გამოთქვეს, რომ სენატი უყურადღებოდ არ დატოვეს შტატების მცხოვრებთა გასაჭირს.