ქუთაისში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და უმრავლესობის შეხვედრა მიდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე პრემიერმა განაცხადა, საუბარი შეეხება კოორდინაციასა და ურთიერთობას პარლამენტსა და მთავრობას შორის. მისივე თქმით, აქცენტი იმ დიდ რეფორმებზე გაკეთდება, რომლის გატარებასაც ხელისუფლება დეკემბერში აპირებს.
„მინდა გავცე დავალება, რომ მოხდეს ამის დაგეგმარება და მაქსიმალური კოორდინაცია იყოს პარლამენტსა და მთავრობას შორის. მნიშვნელოვანია ასევე დისციპლინა. ალბათ, 10-15 წუთიანი გამოსვლა მექნება და ამის შემდეგ შეკითხვებს ვუპასუხებ"- განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, როგორც შეხვედრის დაწყებამდე პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი იმ თემებს შეეხებაა, რომელიც ქვეყნისთვის არის აქტუალური, როგორც საშინაო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით.
„საუბარი შეეხება საგარეო-პოლიტიკურ მიმართულებებსაც და ყველა იმ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია სწორედ არჩევნების შემდეგ" - განაცხადა კობახიძემ.
შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.