საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ძალიან ბევრი განცხადება კეთდება შეუთანხმებლად და ხშირად დეპუტატებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში უმრავლესობასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, კოორდინაცია მთავრობასა და პარლამენტს შორის აუცილებელია, რაც არ არის.
„კოორდინაცია არ არის და ძალიან ბევრი განცხადება შეუთანხმებლად კეთდება. მგონი ჩემს განცხადებებსა და გამოსვლებს ბევრი აღარ კითხულობს. განსხვავებულ პოზიციებს იჭერენ ხშირად დეპუტატები. პრინციპში ნორმალური პროცესია. აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებაში პირველად არის, პარლამენტარებიდან ძალიან ბევრი ახალია, რაღაც დრო გავიდა და ახლა უფრო დისციპლინებულები უნდა ვიყოთ და კოორდინაცია უნდა არსებობდეს" - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის პლენარულ დარბაზში მიმდინარეობს.