2008 წლის 1 ივლისს ეროვნული ბანკიდან იძულებით გათავისუფლებული 50-მდე თანამშრომელი ეროვნული ბანკის შენობასთან შეიკრიბნენ და ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
ბანკის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, მათი სამსახურიდან გათავისუფლება ყოველგვარი პროცედურული ნორმების დარღვევითა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოხდა.
ეროვნული ბანკის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ბანკის იმჟამინდელი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ დავით ამაღლობელს არანაირი სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა მათი სამსახურიდან დათხოვნის.
ყოფილი თანამშრომლები ბანკის პრეზიდენტისგან სამსახურში აღდგენასა ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხევაში კი სხვა სამართლებრივ ბერკეტებს მიმართავენ.
„ეს საკითხი თავის დროზე გასაჩივრებული იყო სასამართლოში. იმ პერიოდში ზეწოლისა და კონტროლის ქვეშ მყოფი სასამართლოსგან ჩვენ ვერ შევძელით მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღება, დღეს კი, ეს ხალხი მოსულია იმისთვის, რომ მოითხოვოს ეროვნული ბანკის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და მათი პრობლემების გადაჭრა ანუ სამუშაოზე აღდგენა“,- განაცხადა ეროვნული ბანკის ყოფილმა თანამშრომელმა, პაატა ხეტენაშვილმა.
აქციის მონაწილეები ითხოვენ ეროვნული ბანკის ამჟამინდელ პრეზიდენტთან შეხვედრას და მისი პოზიციების მოსმენას.