ამერიკა სამხედრო-საზღვაო ფლოტს ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის სიახლოვეს განლაგებს.ეს ბრძანება ამერიკის სამხედრო ფლოტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ფხენიანმა გაავრცელა განცხადება, რომ ის მზად არის საცდელი ბალისტიკური რაკეტა თანამგზავრიდან გაუშვას.
რაკეტის გაშვება 10-22 დეკემბერსაა დაგეგმილი.
ამერიკის წყნარი ოკეანის ფლოტის ადმირალის სამუელ ლოკლირის განცხადებით, რაკეტის ორი შემაჩერებელი რეგიონში უკვე გაგზავნილია.
ორი დღის წინ ამერიკის,კორეის სახალხო რესპუბლიკის, რუსეთის და იაპონიის ელჩებმა სეულში სამხრეთ კორეის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართეს და ფხენიანს სიფრთხილისკენ მოუწოდეს.
მიუხედავად მსოფლიოს შეშფოთებისა, ფხენიანი არ აპირებს თავისი გეგმის შეცვლას და ბალისტიკურ რაკეტას დაგეგმილ ვადებში გაუშვებს.