საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკითხვა დასრულდა.
ვანო მერაბიშვილმა შსს-ს საგამოძიებო სამსახური ადვოკატთან ერთად დატოვა.
შსს-ს საგამოძიებო სამსახურში მერაბიშვილის დაკითხვა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან ერთად ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი იმყოფებოდა.
ცნობისთვის, გამოძიება მერაბიშვილის მიერ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.