სამეცნიერო კვლევითმა ფირმამ - „გამა“, რომელმაც პარლამენტის შენობაში ჰაერის სიჩქარის, ტემპერატურის, ტენიანობის, ხმაურის, წყლის, ვინტილაციისა და რადიოაქტიური ნივთიერებების სინჯები აიღო, შესაბამისი დასკვნა უკვე მოამზადა.
From.ge-ს ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიამ საკანონმდებლო ორგანოში აღებული ნიმუშები ლაბორატორიაში დაამუშავა და მომზადებული დასკვნა პარლამენტის აპარატს უკვე გადასცა.
აღნიშნული დასკვნა მედიისთვის ამ დრომდე ხელმიუწვდომელი რჩება. როგორც From.ge-ს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ზურაბ მარაქველიძემ განუცხადა, დასკვნა მას უკვე აქვს, მაგრამ დასკვნას ჯერჯერობით არ გაცნობია.
მისი თქმით, დოკუმენტი იმ შემთხვევაში განსაჯაროვდება, თუ ამას კანონმდებლები მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასკვნა დეპუტატებს სურვილისამებრ მიეწოდებათ.
აღსანიშნავია, რომ მარაქველიძის გარდა დასკვა, უკვე რამდენიმე დეპუტატსაც აქვს.
შეგახსენებთ, რომ სპეციალისტები პარლამენტს გასულ კვირას ესტუმრნენ და შენობის ვიზუალური აუდიტი ჩაატარეს. საექსპერტო სამუშაოების ჩატარების დამკევითი კი, საკანონმდებლო ორგანოს აპარატია.