საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ებრაელთა მსოფლიო კონგრესის დელეგაციის წევრებს – გაბრიელ მირილაშვილს და შაფთაი ცურს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრეს და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.
შეხვედრას სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვლიც ესწრებოდა.
„ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა, მაგალითი იმისა, თუ როგორი მეგობრობა შეუძლია ორი ქვეყნის ერს, რამდენად დიდი ისტორია გვაქვს და რამდენად დიდია სურვილი, რომ ეს ისტორიული მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“ – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა.