იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკითხვას ეხმაურება.
წულუკიანის განცხადებით, მერაბიშვილთან დაკავშირებით, არაერთი კითხვა არსებობს.
„არსებობს არაერთი კითხვა, მაგალითად რატომ ჰქონდა უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეს პასპორტი, უნდა ჰქონოდა თუ არა და რა მიზნით იყენებდა; ხომ არ იყენებდა ამ პასპორტს აბსოლუტურად არამიზნობრივად. ამასთან დაკავშირებით, დამატებითი დაკითხვა ჩაითვალა საჭიროდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან“ - განაცხადა წულუკიანმა.
ვანო მერაბიშვილის დაკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე ორ საათზე მეტია მიმდინარეობს.