შეწყალების კომისის გადაწყვეტილებით, გლდანის მერვე საპყრობილე გუშინ ბიზნესმენმა ბესიკ ხარძიანმა დატოვა.
ის სასჯელს ნარკოტიკების შენახვა, გადატანა მოხმარებისთვის იხდიდა.
ხარძიანს რვა წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა საპატრიარქოს შუამდგომლობის საფუძველზე, პრეზიდენტმა ის შეიწყალა.
შეწყალებული ბიზნესმენი სამართლებრივი გზით დავის გაგრძელებას აპირებს და უახლოეს დღეებში პროკურატურას იმ პირების დასჯის მოთხოვნით მიმართავს, ვინც მის დაკავებაში და კუს ტბის წილის ძალისმიერი მეთოდებით გადაფორმებაში მონაწილეობდა.
ხარძიანი აღნიშნავს, რომ მისი დაკავების ინიციატორები: ზურაბ ადეიშვილი, გია უდესიანი და დავით კეზერაშვილი იყვნენ.
„მე მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან, მე მზად ვარ, ისე როგორც ყოველთვის ვიაზროვნო სახელმწიფოებრივად და სამართალმა თავისი მტკიცებულებებით თავისი სიტყვა თქვას, რათ ერთხელ და სამუდამოდ კუს ტბის თემაზე საუბარი დამთავდეს.
რაც შეეხება, დამნაშევებს, რომლებსაც რა თქმა უნდა მტკიცებულებები უნდა ესენია: ადეიშვილი, კეზერაშვილი, უდესიანი, ყველა ის ოფიცერი და თანამშრომელი, მათ შორის, უსაფრთხოების უფროსი ყაჭეიშვილი, რომელიც მე ციხეში მაწამებდა და მაწვალებდა“, - განაცხადა ხარძიანმა.
პრეზიდენტმა შეწყალების კომისის მიერ, მომზადებულ სიას ხელი მოაწერა. შეწყალება 251 პატიმარს შეეხო.