ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს სასწრაფოდ იქნას გამოძიებული ნალჩიკში ვესტის კორესპონდენტის ყაზბეგ გეკიევის მკვლელობის საქმე და დამნაშავენი სათანადოდ იქნენ დასჯილნი.
კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების ხელმძღვანელის ნინა ოგნიანოვას განცხადებით, შეუძლებელია იმის გაგარძელება რომ ჟურნალისტებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს კლავდნენ.
„ჩვენ ვუსამძიმრებთ გეკიევის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას,რომ სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება და გამოიძიოს არა მარტო გეკიევის, არამედ კიდევ16 ჟურნალისტის მკვლელობა, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს დაიღუპნენ ბოლო 10 წლის განმავლობაში. არ შეიძლება იმის გაგრძელება, რომ ჟურნალისტებს სამუშაოს შესრულების დროს კლავდნენ“,-აცხადებს ოგნიაევა.