სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, სოზარ სუბარი ამნისტიის კანონს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ის სისტემაში არსებული უსამართლობის აღმოფხვრას ემსახურება.
მინისტრის განცხადებითვე, 109 მძიმე ავადმყოფი პატიმარი გათავისუფლების შესახებ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება და აღნიშნა, რომ ეს სია პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა.
ამის შესახებ, სუბარმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„უსამართლო სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა მისი შედეგები უნდა აღმოიფხვრას. უსამართლო სისტემაში ვგულისხმობ, სასამართლოს პრაქტიკულად არ არსებობას, სასამართლოს დამოუკიდებლობის არ არსებობას, მტკიცებულებათა ძალიან დაბალ სტანდარტს სასამართლოებში, მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას, რომელიც უაზროდ მაღალ სასჯელებში გამოიხატებოდა. ყველაფრის გადახედვა, რომ მოხდეს ამისთვის საჭიროა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მათ შორს, ამნისტია, შეკრებითობის გაუქმება და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ეფქტური ამოქმედებაა. ჯამში ეს ყველაფერი ს შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა სუბარმა.