შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მყოფ ვანო მერაბიშვილთან ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი შევიდა.
როგორც ჭაბაშვილმა განაცხადა, მას დაუკავშირდნენ და დაკითხვაზე მერაბიშვილის ინტერესების დაცვა სთხოვეს. ამასთან, ადვოკატის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, ყალბი დოკუმენტაციის გარდა, მიმდინარეობს თუ არა სხვა საკითხებზე მერაბიშვილის დაკითხვა.
მამუკა ჭაბაშვილი მერაბიშვილის გარდა, შოთა ხიზანიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის ინტერესების დამცველიცაა.
გამოძიება მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.