მევლუდ ხაჩიძის ქონებასთან დაკავშირებული საკითხი წმინდა საგადასახადო თემაა და ის აბსოლუტურად მოგვარებადია. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება მევლუდ ხაჩიძის ქონებას, უნდა გითხრათ, რომ ქონების დეკლალირება ავტომატურ რეჟიმში მოხდა და ეს არ ეხება მხოლოდ მევლუდ ხაჩიძის ქონებას, ეს ეხება ყველა იმ გადამხდელს, ვისაც დროზე არ აქვს გადახდილი გადასახადი. ამ შემთხვევაში ხდება, ავტომატურად და ელექტრონულ რეჟიმში ხელოვნური აღსრულების მექანიზმი. რამდენადაც ვიცი, გოგა ხაჩიძემ თვად გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ თემას არ წარმოადგენს ეს არის წმინდა საგადასახადო თემა და აბსოლუტურად მოგვარებადია. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დღესვე მოგვარდება. გადაიხდის გადასახადს და ყადაღა მოეხსნება" - განაცხადა ხადურმა.
მისივე ინფორმაციით, საქმე ეხება 18 000 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთს, რომლისთვისაც გადასახდელი იყო 250 ლარი და ის უნდა ყოფილიყო გადახდილი 15 ნოემბრამდე.
„კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ ყველა გადამხდელის მიმართ რომელიც გადასახადის გადახდას დააგვიანებს, ავტომატურად მსგავსი ღონისძიების ჩატარება იწყება" - აღნიშნა მინისტრმა.