იტალია კრიზისისგან გამოსავალს ეძებს.იტალიის პრემიერმა მარიო მონტიმ პარლამენტის ქვედა პალატის ნდობა მოიპოვა, თუმცა ყველაფერი ბერლუსკონის პარტიის ერთმა ზარმა გადაწყვიტა.“თავისუფალი ხალხის“პარტიამ უარი განუცხადა მონტის ეკონომიკური პროგრამის მხარდაჭერაზე.
სახელმწიფოს მეთაურმა ჯორჯო ნაპოლიტანო ოპონენტებს სიმშვიდისკიენ მოუწოდებს და სთხოვს მას,მისცენ მონტის მანდატის დასრულების საშუალება, რომელიც პრემიერმინისტრს 2013 წლის გაზაფხულზე ეწურება.
იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა სილვიო ბერლუსკონმა უარყოფითად შეაფასა მონტის მოღვაწეობა და აღნიშნა, რომ მის კაბინეტს არ შესწევს ძალა იტალია ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანოს და აღნიშნა, რომ ის მზად არის ისევ ჩაუდგეს იტალიას სათავეში.
იტალიას ამჟამად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ნამდვილად არ სჭირდება, რადგან ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება-უმუშევრობა იზრდება,მსყიდველუნარიანობა კი ქვეყანაში დღითიდღე იკლებს.
ექსპერტთა შეფასებით, იტალიის ეკონომიკას რეცესია მომდევნო წლის მანძილზეც ემუქრება.