ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მურსიმ,მას შემდეგ რაც პრეზიდენტის სასახლის წინ შეკრებილი ათასობით ეგვიპტელი დაშალა, ეგვიპტელებისთვის სპეციალური ტელემიმართვა გააკეთა.
მურსიმ ეგვიპტელ ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ოპოზციიას ხვალიდან მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მომიტინგეებს შორის არიან ისინი, ვინც სპეციალურად ცდილობს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას და პროცესებისთვსი სხვა მიმართულების მიცემას.
ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო,რაც მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 644 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მასობრივი პროტესტის,საკონსტიტუციო სასამართლოსა და მედიის გაფიცვის შემდეგ, მურსი მზადაა ცვლილება შეიტანოს იმ კანონპროექტში,რომელიც მის ძალაუფლებას, ოპოზიციის განცხადებით, „ფარაონის უფლებებს ანიჭებს “.