საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, მისი მამის მევლუდ ხაჩიძის უძრავი ქონება დაყადაღებულია.
ამის შესახებ ხაჩიძემ გუშინ სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ყურადღება!!! ეს ჩემი წინა პოსტია. 5 წუთის წინ მამაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ ახლა გადასცეს, ფინანსთა სამინისტროს რომელიღაც სამსახურის ოფიციალური წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მისი უძრავი ქონება სრულად დაყადაღებულია. არა რაა, რაღაც არსებობს!... "- წერს ხაჩიძე.
რომ გოგა ხაჩიძის მამას ქონების დაყადაღებას შემოსავლების სამსახურშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ქონების დაყადაღება მიწის გადასახადის გადაუხდელობამ განაპირობა.
მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.