მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენებას აღნიშნავს . დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება.
დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული იყო. კერპთაყვანისცემაზე უარის თქმის გამო, იმპერატორ მაქსიმინის ბრძანებით დაახლოეით 305-313 წლებში წმინდა ეკატერინეს თავი მოკვეთეს.
ქრისტიანობაზე მან 50 ბრძენი, დედოფალი ავგუსტა, მხედართუფროსი პორფირი და 200 მეომარი მოაქცია, რომელთაც იმპერატორისგან სატანჯველი დაიმსახურეს.
ნეტარი ეკატერინეს წმიდა ნაწილებს VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს. წმინდანის თავი და მარცხენა ხელი სინას მონასტერშია დაბრძანებული.