პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს დღეს დაამტკიცებ. პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან მხოლოდ ერთ კანდიდატს - უჩა ნანუაშვილს .
ომბუდსმენის თანამდებობაზე ნანუაშვილის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა უჭერს მხარს. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, მიუხედავად იმისა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სახალხო დამცველის თანამდებობაზე თამარ გურჩიანს უჭერდა მხარს, ოპოზიცია ომბუდსმენობის საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს. უმცირესობა ნანუაშვილის მხარდაჭერას არ აპირებს.
მათ განცხადებით, უჩა ნანუაშვილის კანდიდატურა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის მიერ მხარდაჭერილია, მაშინ, როდესაც, სახალხო დამცველის ერთ-ერთი ფუნქცია საპატიმროებზე კონტროლის განხორციელებაა.
უჩა ნანუაშვილს გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მან საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვებსაც უპასუხა.
თავდაპირველად ომბუდსმენის პოსტზე, უჩა ნანუაშვილის გარდა, კიდევ 6 კანდიდატი სახელდებოდა - თამარ გურჩიანი, გელა ნიკოლეიშვილი, ლია მუხაშავრია, ნიკა ხატისკაცი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ნათია იმნაძე.