ეგვიპტის ხელისუფლებამ, პრეზიდენტ მოჰამედ მორსის სასახლის წინ მოედანზე შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს,პრეზიდენტის სახელით, დაშლა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაჰპირდა, რომ მოედანს ეგვიპტის გვარდიის ძალებით გაათავისუფლებდა.
ეს გადაწყვეტილება მურსიმ მას შემდეგ მიიღო,რაც დემონსტრანტებმა სასახლის წინ კარვები გაშალეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკების შემდეგ,დაშავებულთა რიცხვმა 600–ს მიაღწია, დაღუპულია 6 ადამიანი.
ეგვიპტოს სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ეგვიპტის პრეზიდენტი რამდენიმე საათში სატელევიზიო მიმართვას გააკეთებს.