The Independent-ის განცხადებით, ლონდონის ნიუჰემის რაიონის მუნიციპალურმა საბჭომ რაიონში გრანდიოზული მეჩეთის აშენება აკრძალა. საბჭოს გადაწყვეტილებით, შენობა შეაფერხებს ტრანსპორტის მოძრაობას, გარდა ამისა საბჭომ მისი არქიტექტურული ჩანაფიქრიც დაიწუნა.
2007 წელს მოძრაობა „ჯამაათ ტაბლიგმა“გააკეთა განცხადება, რომ ნიუჰემის რაიონში ის უზარმაზარი მეჩეთის აშენებას აპირებდა 10 000 მომლოცველისთვის, აგრეთვე მეჩეთის გვერდით 2000 ადამიანზე გათვალისწინებულ სასადილოს, ბიბლიოთეკასა და სპორტულ პავილიონს.
ეს მაშინ, როდესაც წმინდა პავლეს ტაძარი მხოლოდ 3000 მომლოცველს იტევს.
Bloomberg–ის ინფორმაციით, ყოველ ხუთშაბათს, მეჩეთის ასაშენებელ ადგილზე ათასობით მუსლიმი იკრიბება.ზოგადად,ლონდონის მოსახლოების 8,5%–ი ისლამის მიდევარია.
მოძრაობა „ჯამაათ ტაბლიგი“ ინდოეთში 1926 წელს ჩამოყალიბდა.ბევრ ქვეყანაში თვლიან, რომ ის სექტაა, რომელიც რადიკალურ მოძრაობას უჭერს მხარს.