ვაშინგტონმა მიიღო გადაწყვეტილება, სირიელ მებრძოლთა ერთი ჯგუფი, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, „ტერორისტულ სიაში“ შეიყვანოს.
Associated Press-ის ინფორმაციით, საუბარია დაჯგუფება „ჯებჰატ ანნუსრზე“, რომელიც სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების დღიდან, ბაშარ ასადის წინააღმდეგ იბრძვის.
ამ დაჯგუფებას არა მარტო „ალ-ქაიდასთან“კავშირი, არამედ რამდენიმე მსხვილი ტერორისტული აქტის მოწყობა დამასკოში, სირიის სახელმწიფო ტელევიზიაში შეჭრა და ადგილობრივი ჟურნალისტების მკვლელობები ბრალდება.
ამჯამად „ჯებჰატ ანნუსრი“ თურქეთ-სირიის საზღვართან იბრძვის.
გადაწყვეტილების ამოქმედებისთანავე, დაჯგუფების წევრებს აეკრძალებათ ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა, აგრეთვე მოხდება ამერიკულ ბანკებში მათი ყველა ანგარიშის გაყინვა.