რკინიგზის საავადმყოფოში შეჭრილი სოციალურად დაუცველი პირების აქცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დასრულდა.
აქციის ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი მონაწილის განცხადებით, მათ ეკონომიკის სამინისტროსგან, რკინიგზის საავადმყოფოში დენის ჩართვასთან დაკავშირებით, დადებითი პასუხი მიიღეს და შენობაში დენს ორ დღეში შეიყვანენ.
სოციალურად დაუცველები პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს და პოლიციელებს მადლობას უხდიან ადამიანური მოპყრობისთვის.
სოციალურად დაუცველი პირები რკინიგზის საავადმყოფოში, რომელშიც ოქტომბერში შიეჭრნენ, ელექტორენერგიის და გაზის შეყვანას ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან მეორე დღეა ითოხვენ.