სახალხო დამცველობის კანდიდატის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, კარგი იქნება თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეცდომებს აღიარებს.
როგორც ჟურნალისტებს ნანუაშვილმა განუცხადა, უმცირესობის წარმომადგენლების რეაქცია მისთვის გასაგებია, რადგან მისი ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა ცენტრი თვალს იმ სერიოზულ დარღვევებზე არ ხუჭავდა, რომლებსაც ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის დროს ჰქონდა ადგილი.
„კარგი იქნება მათ ჰქონდეთ პოლიტიკური ნება, რომ აღიარონ ის შეცდომები, რომლებიც მათ დაუშვეს გასული წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, დღეს მე ვერ დავინახე, რომ ისინი აღიარებდნენ კონკრეტულ დანაშაულსა და შეცდომებს“, - დასძინა ნანუაშვილმა.
უმცირესობამ ნანუაშვილი „ქართული ოცნების“ წევრად მოიხსენია და წარსული საქმიანობა გაუხსენა.