"შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამოძიებამ კიდევ ერთი საეჭვო წარმომავლობის პასპორტი და პირადობის მოწმობა მოიპოვა“, - ამის შესახებ, განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, პასპორტი გაცემულია ვინმე გოჩა წერეთლის სახელზე, თუმცა, მასში განთავსებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად ქ. თბილისის მერიის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის გიორგი ლორთქიფანიძის ფოტოსურათი.
„გამოძიებამ მოწმის სახით დაკითხა გიორგი ლორთქიფანიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ დასახელებული პასპორტი და პირადობის მოწმობა, მართლაც იყო მის განკარგულებაში გარკვეული დროის განმავლობაში. მანვე გამოძიებას განუმარტა, რომ ანალოგიური პასპორტები, სხვისი დემოგრაფიული მონაცემებით, შესაძლოა, ჰქონდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებსაც.
გარდა ამისა, საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა ივანე მერაბიშვილის დაცვის წევრი ვანო ტუღუში, რომელმაც აჩვენა, რომ 2012 წლის 30 ნოემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანე მერაბიშვილს გადასცა ორი პასპორტი“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადები.