სესიაზე „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მოხდება

სესიაზე „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მოხდება

 დღეს. პარლამენტის  პლენარულ სხდომაზე, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და  იურიუდიულ საკითხთა კომიტეტება პროექტში შესწორებები ერთად განახორციელეს და ამ დროისთვის არსებულ ბოლო ვარიანტს უცვლელად გთავაზობთ, თუმცა, შესაძლოა, პროექტის განხილვების პიერიოდში, ინიციატივამ ცვლილებები დამატებით განიცადოს:

მუხლი 1. გათავისუფლდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც არასრულწლოვნების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა დანაშაულისა რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

მუხლი 2. 1) გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განზრახ დანაშაულის პირველად ჩამდენი პირი, რომელმაც სრულწლოვნების ასაკში ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაული: ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა (110-ე მუხლი; 111-ე მუხლი; 112-ე მუხლი; 113-ე მუხლი; 114-ე მუხლი; 115-ე მუხლი; 116-ე მუხლი; 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 130-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 133-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 170-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 188-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 2201 მუხლის მე-2 ნაწილი; 2291 მუხლის მე-3 ნაწილი; 238-ე მუხლი; 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 281-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 283-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 289-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 292-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 293-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 295-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 297-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 3421 მუხლის მე-2 ნაწილი; 397-ე მუხლის მე-2 ნაწილი); ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (139-ე მუხლი; 140-ე მუხლი; 141-ე მუხლი); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (142-ე მუხლი; 1421 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი; 1422 მუხლი; 143-ე მუხლის პირველი ნაწილი; 1433 მუხლის პირველი ნაწილი; 1442 მუხლი; 1443 მუხლის პირველი ნაწილი; 146-ე მუხლის პირველი ნაწილი; 147-ე მუხლის პირველი ნაწილი; 153-ე მუხლი; 154-ე მუხლი; 155-ე მუხლი; 156-ე მუხლი; 159-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 160-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის პირველი ნაწილი; 162-ე მუხლი; 163-ე მუხლი; 164-ე მუხლი; 1641 მუხლი; 1642 მუხლი; 1643 მუხლი; 166-ე მუხლი); არასრულწლოვანის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (171-ე მუხლის მე-3 ნაწილი); ბავშვის შეცვლა (174-ე მუხლი); წინასწარი შეცნობით დანაშულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება (186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) პროსტიტუციაში ჩაბმა (253-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშული სახელმწიფოს წინააღმდეგ (320-ე მუხლის პირველი ნაწილი; 321-ე მუხლის პირველი ნაწილი); სამოხელეო დანაშაული (332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 334-ე მუხლი; 335-ე მუხლის პირველი ნაწილი; 337-ე მუხლი; 339-ე მუხლის პირველი ნაწილი; 340-ე მუხლი; 341-ე მუხლი, 342-ე მუხლი); სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან გამოძიებისათვის ხელის შეშლა (364-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები); დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ (3691 მუხლის მე-2 ნაწილი; 370-ე მუხლის პირველი ნაწილი); დანაშაულის დაფარვა (375-ე მუხლი); დანაშაულის შეუტყობინებლობა (376-ე მუხლი); განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (378-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 381-ე მუხლის მე-2 ნაწილი); მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისაკენ (405-ე მუხლი).

მუხლი 3. გაუნახევრდეს სასჯელი განზრახი დანაშაულის პირველად ჩამდენ პირს, რომელმაც მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვნების ასაკში.

მუხლი 4. ერთი მესამედით შეუმცირდეს სასჯელი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ ქალს, გარდა იმ დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

მუხლი 5. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩამდენი პირი, გარდა იმ დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.

მუხლი 6. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განზრახი დანაშაულის პირველად ჩამდენი პირი, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე ან/და მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.

მუხლი 7. 1)   გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან/და მეორე ნაწილით, ასევე იმავე კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ან/და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და მას პირველად აქვს ჩადენილი განზრახი დანაშაული, გარდა სსკ 273-ე მუხლით გათვალისიწინებული დანაშაულისა. 2)        გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი.

მუხლი 8. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელმაც პირველად ჩაიდინა განზრახი დანაშაული.

მუხლი 9. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი.

მუხლი 10. გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი.

მუხლი 11. გაუნახევრდეს სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს: 182 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი, 186 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი, მე-200 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 ნაწილები, 202 მუხლის მე-4, 203 მუხლის მე-3 ნაწილი, 2051 მუხლის მე-2 ნაწილი, 208 მუხლის მე-2 ნაწილი, 210 მუხლის მე-2 ნაწილი, 214 მუხლის მე-2, 3, 4 ნაწილი, 218 მუხლის მე-2 ნაწილი, 236 მუხლის მე-3, 4 ნაწილი, 237 მუხის პირველი ნაწილი, 276 მუხლის მე-4 ნაწილი, 239 მუხლის მე-3 ნაწილი, 2401 მე-2, 3 ნაწილი, 267 მუხლის პირველი ნაწილი, 370 მუხლის მე-2 ნაწილი, მუხლის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, 384 მუხლის მე-2 ნაწილი, 389-ის პირველი, მე-2 ნაწილი.

მუხლი 12. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის 1-11 მუხლების მოქმედება გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 109-ე მუხლით, 137-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით, 138-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით, 323-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან/და ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისა.

მუხლი 14. პირს, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დაენიშნა (დაენიშნება) დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით, ეს კანონი შეეხება თითოეული სასჯელისათვის ცალ-ცალკე.

მუხლი 15. ამ კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ როგორც რეალურ სასჯელზე, ისე პირობით მსჯავრზე და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

მუხლი 16. პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, უნდა აღუდგეს “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მუხლი 17. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ და აღსრულებულ ჯარიმაზე ან/და ქონების ჩამორთმევაზე.

მუხლი 18. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც დანაშაული ჩადენილი აქვს 2012 წლის 2 ოქტომბრამდე.

მუხლი 19. შექმნილი პოლიტიკურ-სამართლებრივი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი, ხელმძღვანელობს რა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1900 (2012) რეზოლუციით განსაზღვრული კრიტერიუმებით და მიიჩნევს რა, რომ საქართველოში დღეისათვის არსებობენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირები, ამ კანონით აცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას.

გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ის ადამიანები, რომელთაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვთ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი.