შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და შრომითი ხელშეკრულების მოშლის პროცედურა ახლებურად განისაზღვრება.
შესაბამისი ცვლილება „ საქართველოს შრომის კოდექსში“ შედის, რომელზეც დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დღეს დასაქმებულთა უფლებები საგრძნობლად შელახულია და აუცილებელია, დამქირავებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა დარეგულირდეს.