საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს ორთვინ ჰენინგს და გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს რაინერ ლინდნერს შეხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სამომავლო სტრატეგია დასახეს.