მსოფლიო ჯაზის ლეგენდა დეივ ბრუბეკი 91 წლის ასაკში კონექტიკუტის საავდმყოფოში გარდაიცვალა.
ბრუბეკმა თავისი სიოცოცხლის მანძილზე 250 ჯაზური კომპოზიცია შექმნა. გარდა ჯაზური კომპოზიციებისა,ის წერდა მუსიკას ბალეტისთვის, აგრეთვე ქმნიდა საორკესტრო კომპოზიციებს.
ჯაზის ლეგენდამ განსაკუთრებულ წარმატებას გასული საუკუნის 50-60 -იან წლებში მიაღწია, როდესაც თავისი კვარტეტი ჩამოაყალიბა. მისი ალბომები მილიონობით ტირაჟით იყიდებოდა, ბრუბეკის კომპოზციები კი „Take Five" და "Blue Rondo a la Turk“ მსოფლიო ჰიტებად იქცა. ბესტსელერი „Take Five“ წლების განმავლობაში მრავალი სატელევიზიო პროგრამების საუნდტრეკი გახლდათ.
1959 წელს გამოშვებული ალბომი "Time Out“ მუსიკალურ შედევრად აღიარეს.