საპარლამენტო უმცირესობა სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, უჩა ნანუაშვილის კანდიდატურა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის მიერ მხარდაჭერილია, მაშინ, როდესაც, სახალხო დამცველის ერთ-ერთი ფუნქცია საპატიმროებზე კონტროლის განხორციელებაა.
გაბაშვილის განცახდებით, ასევე ბუნდოვანია ნანუაშვილის პოზიციები ბოლო პერიოდში არსებულ დარღვევებთან და იგივე დაჭერებთან დაკავშირებით.
ამასთან, გაბაშვილმა განაცხადა, რომ 2007 წელს, დაწყებული კამპანიის „ბოდიშის“ ერთ-ერთი ავტორი უჩა ნანუაშვილია და ამ კამპანიის საქმიანობა ოკუპირებულ მცხოვრებ ადამიანებისთვის ბოდიშის მოხდას გულისხმობდა.
„თურმე, ჩვენ გქვონია ბოდიში მოსახდელი, იმ ხალხს, რომელსაც ნახევარი მლნ ადამიანი ქუჩაში დაგვიტოვეს“, - დასძინა გაბაშვილმა.
ამ წუთებში, ნანუაშვილს უმცირესობის სხდომაზე უსმენენ. მისი სახალხო დამცველის პოსტზე დანიშვნა კი, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე მოხდება.